ძლიერი წვიმის შედეგად გურიისა და აჭარის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ქობულეთისა და მიმდებარე სოფლების 14 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, გუშინ ღამით, აჭარაში ძლიერმა წვიმამ 110 კვ-იანი მაღალი ძაბვის ქვესადგური „ქობულეთი“ დატბორა.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ოზურგეთსაც, სადაც ამ დროისთვის გათიშულია 1500-მდე აბონენტი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოახდინონ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დაზიანების ლოკალიზება და აღადგინონ დაზიანებული ქსელი. სამუშაოები ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყველა გათიშულ აბონენტს აჭარასა და გურიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები