საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით 100 მლნ აშშ დოლარს მიაღწია
მიმდინარე წელს მსოფლიოს 41 ქვეყანაში 66,8 მლნ დოლარის ქართული ღვინოა ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას 9 თვის მონაცემებზე დაყრდნობით ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სექტემბის თვეში, მიმდინარე წლის ყველა განვლილ თვესთან შედარებით, ყველაზე მაღალი ექსპორტი დაფიქსირდა – 4 235 132 ბოთლი.
შედარებისთვის: იანვარში ექსპორტირებული იყო 1 343 018, თებერვალში – 1 558 631, მარტში -2 198 535, აპრილში – 2 878 656, მაისში – 2 476 567 ბოთლი, ივნისი – 3 251 246, ივლისი – 3 094 894, აგვისტო – 3 050 265.
საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი – 90 პროცენტი, სადაც ექსპორტირებულია 1,5 მლნ ბოთლზე მეტი. ჩინეთი, რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს.
ექსპორტი ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში: პოლონეთი 1 პროცენტი (1 112 118 ბოთლი), ლატვია – 8 პროცენტი (831 906), ესტონეთი – 32 პროცენტი (339 912), ლიტვა – 6 პროცენტი (437 850), გერმანია – 14 პროცენტი (189 054), ნიდერლანდები – 146პროცენტი (38 844), საფრანგეთი – 119 პროცენტი (28 638).
ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ – 39 პროცენტი (181 937), იაპონია – 33 პროცენტი (112 226), კანადა – 69 პროცენტი (135 012), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში – 83 პროცენტი (117 840), ჰონგ-კონგი – 8 პროცენტი (26 834), ისრაელი – 163 პროცენტი (28 440), კორეა – 221 პროცენტი (24 054) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 12 508 086, ყაზახეთი – 3 442 296, უკრაინა – 2 149 471, ჩინეთი – 1 517 843 და პოლონეთი – 1 112 118 ბოთლი.
რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-55%) და უკრაინაში (-62%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ გავლენა მოახდინა 9 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44 პროცენტითაა შემცირებული.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 483 702 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 11,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 97 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა (372 ათასი აშშ დოლარი).
მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით 100 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.