თედო კობახიძე: ახალი ხელისუფლება უმკლავდება ყველა იმ გამოწვევას, რა გამოწვევებიც მის წინაშე დგას

თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ, სამდივნოს თანამშრომლებთან ერთად, კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში რთველში მიიღო მონაწილეობა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში უდგას დედაქალაქისა თუ რეგიონების მაცხოვრებლებს და ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.
„ვფიქრობ, წლევანდელი წელი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ახალი ხელისუფლება უმკლავდება ყველა იმ გამოწვევას, რა გამოწვევებიც მის წინაშე დგას“ , – განაცხადა თედო კობახიძემ.
კახეთში, ამ დროისთვის, 120 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები