ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ჩვენი ”ბორჯღალოსნებით”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს. “მადლობა ბიჭებო, ამ თავდადებისთვის და გამარჯვებისთვის. გილოცავთ, ჩვენმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს! მე ვამაყობ ჩვენი ”ბორჯღალოსნებით” და დარწმუნებული ვარ, ამაყია თითოეული ქართველი”! – ნათქვამია პრემიერის მილოცვის წერილში.
ბორჯღალოსნებმა ნამიბიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 17:16 დაამარცხეს.