თინათინ ხიდაშელი ნატოში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ნატოში რუმინეთის მუდმივი წარმომადგნელის სტელიან სტოიანის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს.
ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას.