თინათინ ხიდაშელი: დეკემბრის მინისტერიალი ძალიან პოზიტიური იქნება

ნატო-ს დეკემბრის მინისტერიალი, მაღალი ალბათობით, გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს უკვე შეხვდა.
“დეკემბრის მინისტერიალი ძალიან პოზიტიური იქნება. მაღალი ალბათობით, ეს იქნება გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ნატო დაადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები