ნინო გვენეტაძე: საკანონმდებლო დონეზე პროცესის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ არ დგას

საკანონმდებლო დონეზე პროცესის გამჭვირვალობა ამ შემთხვევაში ეჭვქვეშ არ დგას, – ასე გამოეხმაურა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე.
მისივე თქმით, ყველა საქმესთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ბაზა პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად სრულყოფილია. “რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადება. ვიტყოდი ყველა საქმესთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად სრულყოფილია. პროცესზე დასწრების, გაშუქების და კრიტიკის გამოთქმის უფლება არსებობს ღიად და ამდენად ეს პროცესი მიმდინარეობს. ვისურვებდი, რომ სასამართლოსაც მიეცეს ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლობლობა თუმცა ასევე გავიმეორებ ჩვენს მიერ განცხადებაში გამოქვეყნებულ დებულებებს, რომ ჩვენ მზად ვართ კრიტიკისათვის. თუმცა სამართალწარმოების პოროცესს სიმშვიდე და მხარდაჭერა სჭირდება და ეს უკვე მხარეების გადასაწყვეტი პოზიციებია ამიტომ საკანონმდებლო დონეზე პროცესის გამჭირვალობა ამ შემთხვევა ვფიქრობ ეჭქვეშ არ დგას”- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები