თბილისის საჯარო სკოლაში შსს-ს აკადემიის გმირულად დაღუპული კურსანტის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის მე-4 საჯარო სკოლაში, 1992 წელს, აფხაზეთის ომში დაღუპული შსს-ს აკადემიის კურსანტ ზაქარია ვეშაპურის მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, აკადემიის წარმომადგენლები, დაღუპული კურსანტის ოჯახის წევრები, ამავე სკოლის ხელმძღვანელები და მოსწავლეები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა სამშობლოს წინაშე გმირი კურსანტის დამსახურებაზე ისაუბრა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ მიაგო პატივი მის ხსოვნას.
ზაქარია ვეშაპური 1992 წელს, ქალაქ გაგრის მახლობლად, სოფელ კოლხიდასთან, იმდროინდელი უშიშროების უმაღლესი სკოლის სხვა კურსანტებთან ერთად, გმირულად დაიღუპა. დაღუპული კურსანტი მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
ასევე გმირულად დაღუპული კურსანტის – გოგიტა კიკნაძის სახელი თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე 182-ე სკოლას მისი დაღუპვის დღეს – ამა წლის 2 ოქტომბერს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები