გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რაფ ჰალტონის“ მეთაურს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქართველი სამხედრო რაგბისტების საერთაშორისო ტურნირში მხარდასაჭერად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების სამხედრო ბაზის „რაფ ჰალტონის“ მეთაურს, კაპიტან ბერნს შეხვდა. „რაფ ჰალტონის“ ბაზაზე ქართველი სამხედრო რაგბისტები საერთაშორისო ტურნირისთვის ყოველდღიურად ვარჯიშობენ. გენერალური შტაბის უფროსმა ბრიტანელ ოფიცერს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, შემადგენლობა და განხორციელებული რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს. ერთ-ერთი თემად იყო რაგბის ჩემპიონატი განიხილებოდა.
როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, „რაფ ჰალტონის“ მეთაურმა საქართველოს რაგბის ჩემპიონატში წარმატებები უსურვა. „შევეხეთ რაგბს. ბაზის მეთაურმა გვისურვა წარმატება როგორც ეროვნულ, ასევე შეიარაღებული ძალების ნაკრებების დონეზე. ჩვენ სამხედროებს ძალიან მძიმე თამაში ელით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდთან. მან ხაზი გაუსვა, რომ აქ მთავარია არა მოგება, არამედ მონაწილეობა და ის გრძნობა, რომელიც გეუფლება მოთამაშეს, როდესაც დიდი რაგბის ოჯახის წევრი ხარ“, – განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები