ნუგზარ მალაღურაძე: ოპონენტი კოლეგები ისეთ კარუსელს ატრიალებდნენ, თავად ეხვეოდათ თავბრუ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ მალაღურაძე მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ბუნებრივ პროცესად აფასებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ვიწრო პარტიული ინტერესები ამოძრავეთ და ავიწყდებათ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრები 3 თვეში ერთხელ იცვლებოდნენ.
,,მიუღებელია, როდესაც ოპონენტი კოლეგები საკადრო ცვლილებებით აპელირებენ, მაშინ, როდესაც წინა ხელისფულების წარმომადგენლები ისეთ კარუსელს ატრიალებდნენ, თავად ეხვეოდათ თავბრუ. მთავრობის არცერთ წევრს მემკვიდრეობით არ მიუღია თანამდებობა და ვისაც კარგად ესმის სამეურნეო საქმიანობა, უნდა ხვდებოდეს, რომ ცვლილებები მთავრობის უფრო ეფექტიან მუშაობასა და მისი მენეჯმენტის გაუმჯობესებას ემსახურება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესი და აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება“, – განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
საკრებულოს დეპუტატი თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ ვერ მოინელა დამარცხება, რომელიც 2012 და 2014 წლის არჩევნებში განიცადა. ხალხმა მათ დიდი ხნის წინ გამოუტანა განაჩენი. ქვეყანაში პროცესები დემოკრატიული გზით მიმდინარეობს და, შესაბამისად, დადგენილ ვადებში ტარდება არჩევნებიც.
საზოგადოება არჩევნების გზით თავად გადაწყვეტს, ვის ანდოს დედაქალაქის ბედი და ეს ნამდვილად არ არის ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედი ოპოზიციონერი კოლეგების გადასაწყვეტი“,- აღნიშნა ნუგზარ მალაღურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები