სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე რაიმუნდ იელეს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონალური ოფისის წარმომადგენელს რაიმუნდ იელეს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ იმ აქტივობებზე, რაც სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით განხორციელდა. ხაზგასმით აღნიშნა დარგის განვითარებისთვის აღნიშნული სტრატეგიის მნიშვნელობა და გამოთქვა იმედი, რომ მომავალი წლის დასაწყისისთვის შესაძლებელი გახდება აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითრების პოლიტიკის, სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიის და აკვაკულტურის განვითარების საკითხები.
FAO-ს რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ დეტალურ საკითხებზე შეხვედრა მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილთან გამართა. შეხვედრაზე დავით გალეგაშვილმა რაიმუნდ იელეს რეგიონალურ დონეზე არსებული პრობლემები გააცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა მესხი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები