„შუალედური არჩევნები 2012 წლის მდგომარეობით დაინიშნა, ამიტომ არ იქნება სამართლიანი, ხალხი მათი მაჟორიტარების გარეშე დავტოვოთ“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სამართლიანი არ იქნება, 2012 წლის შუალედური არჩევნები არ შედგეს და მოსახლეობის ნაწილი მაჟორიტარის გარეშე დარჩეს. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მაჟორიტარული სისტემის დაუყოვნებლივ გაუქმება და პროპორციული სისტემით ჩატარება 2016 წლის არჩევნებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია.
„ შუალედური არჩევნები 2012 წლის მდგომარეობით დანიშნული არჩევნებია. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ რადგან ჩვენ უნდა გავათანაბროთ ოლქები, ამის გამო ეს ორი არჩევნები ჩაიშალოს, სამართლიანი არ იქნება. ამით მარტვილელები და საგარეჯოელები მაჟორიტარის გარეშე დარჩებიან. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არჩევნებთან დაკავშირებით განხილვები დაწყებულია. მაჟორიტარული სისტემის დაუყონებლივ გაუქმება და რეგიონალური პროპორციული არჩევნების ჩატარება 2016 წელსვე ფიზიკურად ვერ მოხდება. პროპორციული სისტემის უნაკლობაში მე პირადად დარწმუნებული არ ვარ, აქვს დადებითი თვისებები როგორც ერთ, ისე მეორე სისტემას. უმრავლესობაში არის ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც კენჭისყრაზე გავლენის მოხდენა შეუძლია და რომლებიც თვლიან, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს. ბევრი ცვლილებაა საარჩევნო კუთხით, არავის მოსვლია აზრად, რომ მაჟორიტარებისთვის 50%-ი გაეზარდა ბარიერი, ასევე ის, რომ ბარიერი ერთი პროცენტით ქვემოთ ჩამოვიდეს … საარჩვენო კუთხით ბევრი კარგი ცვლილებებია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.