მამუკა არეშიძე: „ნაციონალები” გაგიჟდნენ სტრასბურგში თეა წულუკიანის დანახვაზე
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, წულუკიანი სტრასბურგში რომ არ ჩასულიყო, ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა ის რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭომ მიიღო.
მისი თქმით, რეზოლუცია არის ჩვენი დიპლომატიური კორპუსისა და საპარლამენტო უმრავლესობის მწარე დამარცხება.
„თეა წულუკიანი თავისი აქტიურობით, შესაძლოა, კონფიგურაციიდან ამოვარდეს, ვიღაც გააღიზიანოს და ბევრი მტერი გაიჩინოს. ეს რეზოლუცია არის ჩვენი დიპლომატიური კორპუსისა და საპარლამენტო უმრავლესობის მწარე დამარცხება. მასში აუცილებლად ჩაიწერებოდა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, დაუყოვნებლივ უნდა გამოეშვათ ახალაია, მერაბიშვილი და უგულავა, როგორც პოლიტიკური პატიმრები. სწორედ თეა წულუკიანის ჩარევამ განაპირობა, რომ ეს მუხლი რეზოლუციაში აღარ შევიდა. ამიტომ იყო, რომ „ნაციონალები” გაგიჟდნენ სტრასბურგში თეა წულუკიანის დანახვაზე”, – განაცხადა არეშიძემ.