„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციების: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ და ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისის’’ წევრებმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თბილისის მერს – დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდეს. ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისის’’ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის მერი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და მერიის არაეფექტური მუშაობის გამო ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის ყოველდღიური არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება.
ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე უმუშევრობის პრობლემაზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასა და ათიათასობით ოჯახისთვის კომუნალური ვაუჩერის გაუქმების თაობაზე ისაუბრა და კრიტიკული მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალად ნარმანიას გადადგომა და დედაქალაქში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა დაასახელა.
,,შესაბამისად, მზად ვართ, არჩევნების გზით ზემოაღნიშნული მძიმე მდგომარეობის დროულად, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გამოსწორებასა და ქალაქის შემდგომ განვითარებაზე სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა“,- განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები