18 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18 დეკემბერს, ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები: კიევი-ხარკოვი-კიევის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდება.
მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა.
მგზავრები აღნიშნული მიმართულებით, კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს ისარგებლებენ.
ავიაბილეთის საფასური ორი გზა 146 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებგვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ.
ხარკოვის მიმართულებით 2013- 2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია “ვიზეარ უკრაინა” ახორციელებდა და ამ პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე 34 813 მგზავრი იქნა გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები