საქართველოს 40-მდე არალეგალურად მომუშავე მოქალაქე ბერძენმა სამართალდამცველებმა დააკავეს

საქართველოს 40-მდე მოქალაქე ათენში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
აღნიშნულ ინფორმაციას ათენში, ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები შიმშილობენ, თუმცა, საბერძნეთში საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის თქმით, მათ შიმშილობა შეწყვიტეს.
საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივ საავადმყოფოებში არალეგალურად მუშაობდნენ, სწორედ ამ დროს დააკავეს ისინი სამართალდამცავებმა.
რამდენიმე მათგანმა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხადა და გათავისუფლებას ელოდება, თუმცა დაკავებულებს შორის არიან ისეთნიც, რომელთაც საბუთები არ აქვთ, რაც დეპორტაციას ან რამდენიმე წლით თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
როგორც საქართველოს ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა, საქართველოს საელჩო აღნიშნულ საკითხში ინფორმაციის მიღებისთანავე ჩაერთო.
„ამ საქმეში პირადად არიან ჩართულები კონსული და ვიცე – კონსული. როგორც ბერძენმა სამართალდამცავებმა გვაცნობეს, შიშილობა შეწყდა. მათ მიმართ ჩატარდება აბსოლუტურად კანონით გათვალისწინებული პროცედურები“, – განაცხადა ნანობაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები