ოთარ დანელია: ერთ კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს სახელმწიფო 5 ლარად ჩაიბარებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, სახელმწიფო მოსახლეობიდან 1 კილოგრამ მწიფე (კონდიციურ) ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიღებას 5 ლარად, ხოლო არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობაც 21 გრადუსზე ნაკლები იქნება, 3 ლარად მოახდენს, რაც შეეხება ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენს, მასში სახელმწიფო 70 თეთრს გადაიხდის. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რამდენიმე დღეში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყება რთველი. ამასთან, მინისტრის განცხადებით, რთვლის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია.
“სახელმწიფო მზად არის, ჩაიბაროს ჭარბი ყურძენი, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. არცერთი რეგიონი არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ არ ვმალავთ და პირიქით, ვახალისებთ ჩვენს თანადგომას მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც შეიქმნა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების ხელშეწყობა”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები