ოთარ დანელია რთვლის მიმდინარეობას წარმატებულად აფასებს

კახეთში დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრი “რთველი 2015”-ს წარმატებულად აფასებს. მისივე თქმით, კახეთში მიმდინარე რთველი დასასრულს უახლოვდება.
“მიუხედავად იმისა, რომ იყო ვნებათაღელვა, ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო უფრო ცრუ განგაში, ვიდრე რეალურად რაიმე ობიექტურზე დაყრდნობით ინსპირირებული. კახეთში დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, დინამიკა შემცირებულია, რადგან ცოტაა დარჩენილი”, -განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრის თქმით, წლევანდელი რთველი უნდა წარმატებულად შეფასდეს.
“პირველ რიგში, იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით გადამუშავდა და ეს იმ პირობებში, როცა მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. მეორე იმიტომ, რომ აქ იყო ჯანსაღი მოთხოვნა მიწოდების, საბაზრო პირობების, რთვლის ორგანიზებულად ჩატარების პრეცედენტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უნდა განვითარდეს დარგი და ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებას საქართველოში. ასევე, გასულ რთველში იყო შემცირებული ტენდენცია ყურძნის რეგიონებში გატანისა და რეალიზაციის. ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, 20-დან 30 ტონამდე ყურძნის რეალიზება მოხდა რეგიონებში, ასევე გასულ რთველში შემცირებული იყო ყურძნის რეგიონებში გატანის და რეალიზაციის ტენდენცია. ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, 20-დან 30 ტონამდე ყურძნის რეალიზება მოხდა რეგიონებში და, რა თქმა უნდა, უკეთესი სარგებელი მიიღეს გლეხებმა”, – აღნიშნა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები