„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვს, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. როგორც ფრაქიციის წევრებმა განმარტეს, უნდა დაინიშნოს მერის რიგგარეშე არჩევნები და დედაქალაქის მთავრობაში ძირეული ცვლილებები განხორციელდეს.
„უმოქმედო, უგუნური, კორუფციაში ჩაფლული და უპასუხისმგებლო დავით ნარმანია ვერ ახერხებს გადაწყვეტილებების მიღებას და იძულებულია, სპეცსამსახურების დავალებების მორჩილი შემსრულებელი იყოს.
როდესაც დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის პარალელურად უქმდება კომუნალური ვაუჩერი, როდესაც უმუშევრობის ფონზე დედაქალაქიდან ხდება ასეულობით კვალიფიციური ადამიანების გაყრა, საკუთარი არაკვალიფიცური ნათესავების დასასაქმებლად, როდესაც ვერ ხერხდება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, ამ დროს უმოქმედობა დანაშაულის ტოლფასია“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები