აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავი 2“-ზე: ჩვენ ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით

ამერიკის შეერთებული შტატები ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მთავრობას მოუწოდებს, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით.
აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა გააკეთა.
“ჩვენ ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყველგან და, რა თქმა უნდა, საქართველოში, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით.
ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტულ მედიაგარემოს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც სამაგალითო მთელი რეგიონისთვის. ამგვარად, ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით”, – განაცხადა მარკ ტონერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები