გელა ჩივიაშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ ადასტურებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ამაზე მე გუშინ გავაკეთე კომენტარი და მერიამაც გაავრცელა, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განუცხადა გელა ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს.
გელა ჩივიაშვილი საკრებულოს დეპუტატების ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც თბილისის მერის გადადგომასა და ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
“როგორც მთავრობის წარმომადგენელი, ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებ. ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებობა”, – განაცხადა ჩივიაშვილმა. გელა ჩივიაშვილი თბილისის მერიაში მიმდინარე დედაქალაქის მთავრობის სხდომას ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები