სოციალურად დაუცველი პირები ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას ოქტომბრიდან მიიღებენ

სოციალურად დაუცველი პირები ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას ოქტომბრიდან მიიღებენ.
როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სუბსიდირება ის მოწყვლადი ჯგუფი მიიღებს, რმელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
“როგორც იცით, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი, მოხდა მისი კორექტირება.
შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს ერთეულს, გარდა იმისა, რომ მათ 2015 წლის იანვრიდან კომუნიკალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ ასევე კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას”, – განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ნარმანიას თქმით, ისინი თვეში 20 ლარის ოდენობით, ჩვეულებრივ მიიღებენ იმ სუბსიდირებას, რასაც თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები