იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ალიანსის საწვრთნელი ცენტრის გახსნას და ვიზიტს კიდევ ერთხელ აფასებს.
იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
“საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში, სადაც შედგა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ინაუგურაცია, ცენტრის გახსნა არსებითი პაკეტის ნაწილია, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად შევიმუშავეთ. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი ელემენტია. ველოდებით საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას. ეს არის ელემენტები, რომლებიც ზრდის და აღრმავებს ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობას“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
დღესვე პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მკაცრდ დაგმო და მოუწოდა ფედერაციას, პატივი სცეს ნატოს საჰაერო სივრცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ისედაც ურთულესი ურთიერთობა კრიტიკულ ზღვრამდე მივა.