„იმ ოპოზიციური ჯგუფებიდან, რომლებიც მორალისგან შორს არ არიან, არცერთი არ დაიჭერს საქმეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“
„ჩემი აზრით, ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მორალისგან შორს არ არიან, არცერთი არ დაიჭერს საქმეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის კომენტირებისას გააკეთა.
ქუცნაშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიისთვის „ნაციონალებთან“ აპელირება საკუთარ მომავალზე უარის თქმას ნიშნავს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გახდეს მისაღები, მათ შორის ოპოზიციისთვის. ეძებს მიზეზებს, რომ მაკოორდინებელის ფუნქცია შეითავსოს. ეს პოლიტიკური ჯგუფი იმდენად დამძიმებულია თავისი დანაშაულებრივი წარსულით, რომ მათთან აპელირება საკუთარ მომავალზე უარის თქმას წარმოადგენს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული ვერ იქნება მაგალითი მომავლისათვის. მათი მართვის ფილოსოფია თავიდან ბოლომდე მორალისგან დაცლილი იყო“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს.