ლევან ბერძენიშვილი: ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა არის ერთადერთი და განუმეორებელი
ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა არის ერთადერთი და განუმეორებელი – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის ლიდერის პოსტი კვაჭანტირაძეს თავად პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა.
„ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა არის ერთადერთი და განუმეორებელი. ის ალბათ გახდება უმრავლესობის ლიდერი. ტექნიკური საკითხები გვარდება, მან მიიღო წინადადება კოალიციის ლიდერისგან, ანუ ეს წინადადება წამოვიდა პრემიერ-მინისტრისგან. ამის დადასტურება, კოალიციის საბჭოს გადაწყვეტილება სჭირდება, სადაც ზვიადს აქვს ძალიან სერიოზული პოზიციები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ასე გადაწყდება“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.