C ჰეპატიტზე 20 000 პაციენტის მკურნალობის ხელშეკრულებას ოქტომბერში მოეწერება ხელი

C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში 20 000 პაციენტის მკურნალობის ხელშეკრულებას ოქტომბერში მოეწერება ხელი, ხოლო მედიკამენტები ოქტომბერში ან ნოემბერში შემოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, პირველი ეტაპი – 5 000 ყველაზე მძიმე პაციენტის მკურნალობის ფაზა უკვე დასასრულს უახლოვდება.
„სექტემბრის დასაწყისში შევხვდი კომპანია “გილეადის” ხელმძღვანელობას და ოქტომბრის დასაწყისში, რიცხვს ჯერ ვერ დაგისახელებთ, ხელს მოვაწერთ დიდი ელიმინაციის პროექტს – 20 000 პაციენტის მკურნალობას. ასევე ოქტომბერში ან ნოემბერში შემოვა ახალი გენერაციის მედიკამენტი. ასე რომ, პროექტი  წარმატებით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს”,- აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები