„რუსეთის დუმა ყირიმის სრულად მიერთებას 2 კვირაში შეძლებს“

  რუსეთს იურიდიულად ყირიმის სრულად შემოერთებისთვის მაქსიმუმ ორი კვირა დასჭირდება,- ამის შესახებ კომენტარი დუმის უმრავლესობის „ედდინაია რასია“-ს წევრმა, დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა განაცხადა. „ვფიქრობ ყირიმის შემოერთების საკითხის განხილვა დიდ დროს არ მოითხოვს. ამის მოგვარება მაქსიმუმ 2 კვირაში შეიძლება“,- განაცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის ბიულეტენების 75 პროცენტი დათვლილია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 96-მა პროცენტმა მხარი ყირიმის რუსეთთან მიერთებას დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები