პრეზიდენტი ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციას, მეგობრულ დოკუმენტად მიიჩნევს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციას, მეგობრულ დოკუმენტად მიიჩნევს, რადგან ქვეყნის რეფორმების გაღრმავების საკითხს ეხება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„ეს არის ჩვენთვის მეგობრულად მოცემული დოკუმენტი ჩვენივე რეფორმების გაღრმავების საკითხთან დაკავშირებით. ეს რეფორმები, იქნება ეს სასამართლო, პენიტენციური სისტემა თუ პროკურატურა, ანგარიშგასაწევია. გამოსავალი მარტივია, ჩვენ გვინდა მათთან ყოფნა. ჩვენი ორიენტიერია ევროპა. ჩემი პოლიტიკური ან სხვა პოლიტიკოსის მიერ აღიარებული კი არა, ეს არის ქართველი ხალხის შეკვეთა. ამაზე მაღალი შეკვეთა არ არსებობს.
შესაბამისად, როდესაც იმ ქვეყნის პოლიტიკოსები გელაპარაკებიან, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ ინტენსიური დიალოგის ფორმატში“, – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.