გიორგი მარგველაშვილი: ვენდობი ქართულ სასამართლოებს და იმ დინამიკას, რომელიც ქართულ სასამართლოებშია

მე ვენდობი ქართულ სასამართლოებს და იმ დინამიკას, რომელიც ქართულ სასამართლოებშია, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2 -ის” ეთერში გადაცემა “არჩევანში გააკეთა.
“მე ვენდობი ქართულ სასამართლოებს და იმ დინამიკას, რომელიც ქართულ სასამართლოებშია და რომლის შექმნაშიც მეც აქტიურად ვმონაწილეობდი. სულ მცირე ხნის განმავლობაში, 5 უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იქნა ჩემს მიერ წარდგენილი და პარლამენტის მიერ გამწესებული და მე ვიცი, რომ ესენი არ თამაშობენ რაიმე სხვა ღირებულებით გარდა პროფესიული სამართლიანობისა. მათ შორის არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩვენ მოვდივართ იმ დინამიკიდან, როცა წარდგენილი საქმეების 99 % წინასწარ იყო განსაზღვრული. დღეს მე ვხედავ, რომ სასამართლო სისტემა უკეთესობისკენ მიდის. თუ რამე პრობლემაა, ან რამე მიუღებლობაა ღია პროცესებით, სწორედ ქართულ სასამართლოში უნდა გასწორდეს. ქართული სასამართლო არის ფუნდამენტი და ჩვენი დემოკრატიის მთავარი პრინციპი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები