აშშ-ის ფედერალური მოსამართლე: ყირიმის სტატუსი შესაძლოა, ჰააგაში გადაწყდეს

 ყირიმის სტატუსის საკითხი შესაძლოა, ჰააგამ გადაწყვიტოს,- ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ბოგდან ფუტეიმ განაცხადა. ფუტეი თავის დროზე უკრაინის კონსტიტუციაზე აქტიურად მუშაობდა. „ყირიმში რომ ხმა მიეცათ სტატუს-კვოსთვის, რომ ის  გამონაკლისი იქნებოდა, მაშინ  მასთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის კიდევ იქნებოდა საშუალება. მაგრამ რადგან მათ რუსეთთან მიერთებას დაუჭირეს მხარი, ისმის კითხვა: არ ვაღიაროთ რუსეთი? არ ვაღიაროთ ყირიმი, როგორც რუსეთის ნაწილი? შესაძლოა, საჭირო გახდეს საბოლოო გადაწყვეტილების ჰააგის სასამართლოში მიღება“,- განაცხადა ბოგდან ფუტეიმ.
როგორც ფუტეიმ აღნიშნა, საკითხის გადაწყვეტისა და განხილვისთვის რუსეთის მხარის ნებართვაც საჭირო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები