დიმიტრი ქუმსიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს ლუკას ბეგლინგერს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა.
მინისტრი სტუმარს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა. განიხილა რეფორმები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ბიზნესის სტიმულირებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე. შვეიცარია, როგორც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი-ქვეყანა, აწარმოებს მოლაპარაკების პროცესს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების შესახებ.
მხარეებმა აღინიშნა საქართველოსა და EFTA-ს შორის თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატის ამოქმედების მნიშვნელობა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი თბილისში 2015 წლის სექტემბერში ჩატარდა, მიმდინარე წლის ნოემბერში კი გაიმართება დიალოგის მეორე რაუნდი. დიმიტრი ქუმსიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს მსხვილი საინვესტიციო პროექტები გააცნო, სადაც შესაძლებელია შვეიცარიული კაპიტალის მოზიდვა. შეხვედრაზე წყალტუბოსა და საქართველოს სამთო კურორტები – ბაკურიანსა და სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები განიხილეს.