ყირიმში ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდლები გაუჩინარდნენ

  ყირიმში ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელი ნიკოლაი კვიჩი დაიკარგა,- ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვებგვერდი ასევე იტყობინება, რომ კიდევ ორი მღვდელი – ბოგდან კოცტეცკი ევპატორში და იგორ გავრიპლოვი იალტაში დაიკარგა.
ცნობილია, რომ უკრაინის მოვლენების დროს ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას პროუკრაინული პოზიცია ეკავა და მისი სამღვდელოება მხარს უჭერდა ევრომაიდანს. მამა ნიკოლაი კვიჩი გაუჩინარების მომენტში საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ფინელ ჟურნალისტებს ინტერვიუს მისაცემად ელოდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები