ბარაკ ობამა: აშშ ყირიმის ანექსიას არ შეეგუება
“ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება რუსეთის მცდელობას, მოახდინოს ყირიმის ანექსია”, – განცხადება ამის შესახებ ბარაკ ობამამ გააკეთა. ამერიკული მხარის ინიციატივით, აშშ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს ყირიმის ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც უკრაინის კონსტიტუციის დარღვევით და რუსული სამხედრო ინტერვენციის ფონზე მიმდინარეობს.
“ვაშინგტონი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მზადაა ისე იმოქმედოს, რომ რუსეთს საკუთარი ქმედებები კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს”, – უთხრა ობამამ პუტინს სატელეფონო საუბრისას.
რუსეთის პირველმა პირმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ყირიმში გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით ჩატარდა.
თეთრი სახლის მეირ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარის მიუხედავად, სახელმწიფო მდივანი განაგრძობს მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
პარალელურად, განცხადებას ავრცელებს ჯონ მაკკეინი. უკრაინიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, ამერიკელი სენატორი პუტინისადმი დამოკიდებულების გამკაცრებაზე საუბრობს. მაკკეინის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის სუსტი წერილი – ნავთობზე აგებული ეკონომიკა უნდა გამოიყენოს და კრემლს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. პუტინმა კი თავის მხრივ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ყირიმში შექმნილ მდგომარეობაზე. მისი თქმით, უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება უარს აცხადებს ან არ შესწევს უნარი დაიცვას მაცხოვრებლები, მათ შორის კი რუსულენოვანი მოქალაქეებიც ბანდიტური, ნაცისტური დაჯგუფებებისგან. აღნიშნული პრობლემების გამო ყირიმში ევროპელი დამკვირვებლების მისია იქნება წარგზავნილი. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისიამ არა მხოლოდ ყირიმი არამედ აუცილებელია რომ მთელი უკრაინა მოიცვას.
პუტინის განცხადებით ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი სრულად ესატყვისება საერთაშორისო ნორმებსა და კანონებს,მათ შორის გაეროს წესდებას. პუტინმა საუბრისას პარალელი კოსოვოს თან გაავლო. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, სახელმწიფოების პირველი პირების მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული რომ არსებული მდგომარეობით ყველაზე მთავარი უკრაინაში სიმშვიდისა და სტაბილიზაციიის შენარჩუნებაა.