კახა კოჟორიძე : “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს

“რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როგორც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რომელმაც დამავალა, რომ ეს თემა შემესწავლა და მისთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია და ჩვენი შემდგომი მოქმედებები მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ კონკრეტულ ეტაპზე ჯერჯერობით თავს შევიკავებ სხვა განცხადებისგან”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები