პრემიერი: საქართველო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლისთავს აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა.
როგორც პრემიერი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, საქართველო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ იყო.
„ამ დღეს კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად,მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა ძალადობაზე. დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიისაკენ, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს ხელისუფლების შიში, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის წინაშე.
ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით,დამთავრებული კანონის უზენაესობით. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩვენ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის. მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ააშენებს ნამდვილად დემოკრატიულ, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანას“,-წერს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები