სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 15 საკითხი განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა კომისიაში შემოსული კორესპოდენციები მიმოიხილეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტებს გაეცვნენ.
დღესვე კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის, შესახვევისთვის და ჩიხისთვის ახალი სახელების მინიჭებას.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 15 ქუჩისთვის ახალი სახელების დარქმევის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხების ბიუროსა და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას დაუჭირეს მხარი.
კომისიის წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომისთვის მოსამზადებელი 10 საკითხის თაობაზე იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები