„ჰომოსექსუალური ურთიერთობის შედეგად შიდსის გადადების რიცხვი 135 % ით გაიზარდა, – საქართველოში არსებული შემაშფოთებელი სტატისტიკა

საქართველოში შიდსის შემაშფოთებელი სტატისტიკა დაფიქსირდა, როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მაია ცინცაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საქართველოში დღეს ოფიციალურად შიდსის 5250 შემთხვევაა რეგისტრირებული. თუმცა მედიკოსის განმარტებით რეგისტრირებულთა მიღმა არსებობენ არარეგისტრირებული ინფიცირებულებიც, ცინცაძის თქმით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გათვლებით საქართველოში ჯამში 7 000 -ამდე აივ ინფიცირებულია.
სტატისტიკასთან ერთად შემაშფოთებელია ასაკობრივი ჯგუფიც, შიდსის ინფექცია საქართველოში მკვეთრად გაახალგაზრდა, დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობა 15-25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. რაც შეეხება რაოდენობას, ცინცაძის განმარტებით, მიმდინარე წელს მარტო 9 თვის განმავლობაში აივ ინფექციით დაავადების 555 შემთხვევა გამოვლინდა. „ ძირითადად ინფიცირებულები არიან მამაკაცები. ფარდობა რომ ავიღოთ დაახლოებით არის სამი ერთთან. მხოლოდ მიმდინარე წელს პირველი 9 თვის განმავლოვაში 555 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც წინა პერიოდებთან შედარებით 40% -ით მეტია. მარტო სექტემბრის თვეში 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსის ასაკი გაახალგაზრდავდა და ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევები 15-25 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღინიშნა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების მიზეზია სქესობრივი ურთიერთობები. ხშირია დაუცველი სექსუალური კონტაქტები შემთხვევით პარტნიორებთანაც კი“, – აღნიშნა მაია ცინცაძემ. რაც შეეხება ვირუსის გადადების შემთხევევებს, ექიმის განმარტებით იკლო ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გადადების შემთხვევებმა, თუმცა გაიზარდა სექსუალური კონტაქტის გზით გადადების შემთხვევები. მათ შორის ყველაზე ხშირია ჰომოსექსუალური ურთიერთობის შედეგად დაინფიცირების შემთხვევები.
„თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს ნარკოტიკების ინექციური მოხმარება საქართველოში დაახლოებით 18-20 %- ით შემცირდა, შემცირდა ამ გზით აივ ინფექციის გადადების შემთხვევებიც. სამაგიეროდ გაიზარდა სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხევევები. ჰეტეროსექსულური კონტაქტის შედეგად ინფიცირების შემთხვევები 25% ით , ხოლო ჰომოსექსუალური ურთიერთობის შედეგად შიდსის გადადების რიცხვი 135 % ით გაიზარდა.
საერთო ჯამში შიდსის შემთხვევების ყველაზე მაღალი რიცხვი 1840 შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი. აქედან 84 უცხოელი მოქალაქეა. მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა ნაწილი კი ჩვენთან გადის მკურნალობის კურსს. რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის სამეგრელოში, შემდეგ იმერეთი და აჭარა“- განაცხადა მაია ცინცაძემ.
რაც შეეხება მკურნალობას როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ შიდსი საწყის ეტაპზე იქნა აღმოჩენილი მომაკვდინებელი აღარ არის და დროული და ეფექტური მკურნალობის შემთხვევაში შედეგი ძალიან კარგია. მკურნალობის ფონზე ვირუსი სისხლში ვეღარ მრავლდება, მისი ოდენობა უკვე ნულს უტოლდება და მკურნალობის პროცესში გადამდები აღარ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები