გიორგი ალიბეგაშვილმა და ზაქარია კოლელიშვილმა 105 წლის მიაგული გერიანი მოინახულეს

გიორგი ალიბეგაშვილმა და ზაქარია კოლელიშვილმა 105 წლის მიაგული გერლიანს ხანდაზმულს საერთაშორისო დღე მიულოცეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ზაქარია კოლელიშვილმა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ 105 წლის მიაგული გერლიანს მიულოცეს.
საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი 1910 წელს დაბადებულ ქალბატონს სახლში ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს. აფხაზეთიდან დევნილი ხანდაზმული ნაძალადევის რაიონის სამაჟორიტარო ბიუროს მუდმივი მეთვალყურეობისა და ზრუნვის ქვეშ იმყოფება.
„ვულოცავთ ყველა ხანდაზმულს საერთაშორისო დღეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენი ვალია მოხუცებს სითბო, სიყვარული და პატივისცემა ყოველდღიურად ვაგრძნობინოთ“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები