აჭარის ტელევიზიის კუთვნილი ავტომობილის გამტაცებელი ავარიაში მოჰყვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩიდან, უცნობმა პირმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარგებლობაში არსებული ავტომანქანა “ფორდ მონდეო” გაიტაცა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა აჭარის ტელევიზიის მძღოლის და ჟურნალისტის დაკითხვა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში.
როგორც ავტომანქანის მძღოლი ამბობს, გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კითხვები კონკრეტულ დეტალებზე ჰქონდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, გამტაცებელი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ავარიაში მოჰყვა და დამტვრეული ავტომანქანა თამარ მეფის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მიატოვა, თავად კი მიიმალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები