ასტროლოგი: „საბედისწერო კვირას გავდივართ“ – რა გავლენას მოახდენს მთვარის დაბნელების პერიოდი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე

ასტროლოგიურ – ეზოთერული ცენტრის დამფუძნებელი ლია ბარათაშვილი ასტრო პროგნოზის ფარგლებში ფარგლებში საბედისწერო კვირაზე საუბრობს. როგორც ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლია ბარათაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა საბედისწერო კვირა მთვარის დაბნელების პერიოდს მოჰყვა. ასტროლოგის განმარტებით ეს პერიოდი გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებებზე და 5-6 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული გადაწყვეტილებები საბედისწერო იქნება.
„ახლა საბედისწერო კვირას გავდივართ, ცოტა ხნის წინ 28 სექტემბერს ურთიერთობების ღერძზე მთვარის დაბნელება, 30 სექტემბერს კი რეტროგრადური მერკურის პიკი გვქონდა ანუ ესაა რეტროგრადული მერკურის შეერთება მზესთან ისევ ურთიერთობების ნიშანში. ეს მოვლენები რომელიც ახლა 28 რიცხვიდან დაახლოებით 5-6 ოქტომბრამდე საკმაოდ საბედისწერო ხასიათს ატარებს. აქ იდება როგორც საქმიანი ურთიერთობები ისე პოლიტიკური და ისე პირადი ურთიერთობებში საბაზისო მოვნელები ვითარდება. რუსეთმა გუშინ ოფიციალურად დაარტყა სირიას ეს რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი საბედისწერო იქნება. ამით მინიმუმ 3-5 თვიანი ციკლი ჩაიდო“- განაცხადა ლია ბარათაშვილმა.
დაბნელების პერიოდი ასტროლოგის განმარტებით სიახლეებს ჰპირდება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. როგორც ლია ბარათაშვილმა განმარტა საქართველოში მალე მესამე პოლიტიკური ძალა გააქტიურდება.
„საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალაც გააქტიურდა. მე ნამდვილად ვიცი რომ ეს ძალა პრაქტიკულად მზადყოფნაშია და ზედაპირზეა გამოსული. ეს ყველაფერი დაბნელებების დერეფნის დროს დაიწყო. ამ ძალას შანსები აქვს, სიტუაცია მომზადებულია იმისთვის რომ ის გამოჩნდეს. 28 იყო მთვარის დაბნელება, მანამდე ორი კვირით ადრე იყო მზის დაბნელება და ამ დაბნელებების პერიოდში მიდიოდა მზადება იმისთვის რომ ეხლა ახლო მომავალში მათ შესახებ გაცხადდეს. იგივე ღერძზე დაბნელება იქნება 2016 წლის გაზაფხულზე მოხდება. ეს დაბნელების პერიოდი აუცილებლად ცუდს არ ნიშნავს ამ პერიოდში შესაძლოა ადამიანების ცხოვრებაში კარგი რამეც მოხდეს ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა წერტილებში მოხდება დაბნელება. დაბნელების პერიოდში საქართველოში სამუშაო ადგილებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები გააქტიურდება“, – განაცხადა ლია ბარათაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები