საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს გიორგი გვიმრაძე უხელმძღვანელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. „მოამბეს“ დღეიდან გიორგი გვიმრაძე უხელმძღვანელებს.
გვიმრაძე უკვე ერთი წელია მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიულ დოკუმენტზე. მისი თქმით, სწორედ სტრატეგია გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის შექმნას. გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის დასაწყებად, ოქტომბრის შუა რიცხვებში ტელევიზიაში უცხოელ ექსპერტებს ელოდებიან.
საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თქმით, პროექტზე მუშაობას ერთი წელი დასჭირდება, თუმცა ახალი პროექტის ელემენტები საინფორმაციოში უახლოეს მომავალში გაჩნდება.