საკრებულოს დელეგაციამ ტურიზმის განვითარების თემაზე შეხვედრა ჯონ პირცისთან გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ქალაქის ტურიზმის განვითარების თემაზე „დესთინეიშელ ბრისთოლის“ დირექტორთან ჯონ პირცისთან შეხვედრა გამართა.
ჯონ პირცმა ქართული დელეგაციის წევრებთან – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მალხაზ მჭედლიშვილთან, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან ნუგზარ მალაღურაძესთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთნ ქეთევან ჯოხაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კობა კობალაძესთან ბრისტოლში ტურისტების მოზიდვის მეთოდებზე ვრცლად ისაუბრა.
კერძოდ, მოუთხრო ვებ-გვერდზე, სადაც ბრისტოლის შესახებ სრული ინფორმაციაა განთავსებული. ასევე აცნობა, რომ ბრისტოლში ჩატარდა კვლევა და გამოვლინდა ქვეყნები და ქალაქები, საიდანაც ბრისტოლში მეტი ტურისტი ჩადიოდა.
„ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა, რათა ბრისტოლსა და ამ ქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისთვის მიგვეღწია. ამ ეტაპზე ჩვენ 12 ქალაქთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვაქვს. შედეგად მათ აქ თავიანთი წარმომადგენლობები გახსნეს და ტურისტული თანამშრომლობა ამ ქალაქებთან მნიშვნელოვნად გააქტიურდა“, – განაცხადა ჯონ პირცმა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში ასევე არსებობს ფონდი, სადაც ტურიზმის ბიზნესით დაინტერესებული ორგანიზაციები და პირები ტურიზმის განვითარებისთვის შემოწირულობებს აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები