დავით საგანელიძე: მეოთხე წელს უნდა ველოდოთ, რომ იქნება საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური წელი
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ მე-4 პოლიტიკური წელი საკმაოდ დაძაბული იქნება.
როგორც მან განაცხადა, ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში მოვა ის გუნდი, რომელსაც ნამდვილად ხალხი აირჩევს.
„წარმატებული, ცხადია, გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ, ჯამში საკმაოდ დადებითი იყო ის ძვრები, რაც მოხდა ქვეყანაში. მეოთხე წელს უნდა ველოდოთ, რომ იქნება საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური წელი და ველოდოთ, რომ ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში მოვა ის გუნდი, რომელსაც ნამდვილად ხალხი აირჩევს,“ – აცხადებს დავით საგანელიძე. შეგახსენებთ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 3 წელი გავიდა.