გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 15 პიკაპის ტიპის ავტომობილი გადაეცა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 15 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი შეემატა – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მანქანები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოებს გადაეცემათ. ეკიპაჟების რაოდენობის ზრდა პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების საშუალებას შექმნის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დანაშაული იმ დრომდე აღიკვეთოს სანამ გარემოს ზიანი მიადგება.
ახალი ტექნიკური საშუალების პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოვლენილი სამართალდარღვევების სტატისტიკა წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური აღჭურვილობას რამდენიმე კვირის წინ მოტორიანი ნავებიც შეემატა, რის შემდეგაც წყლის ზედაპირზე პატრულირება მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პრეზენტაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
დღესვე გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, საზოგადოებას მოუწოდა ჩაერთონ აქციაში -„ჩვენ ვიცავთ გარემოს, ჩვენ პატრიოტები ვართ!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები