ნოდარ ჯავახიშვილი: ვთვლი, რომ საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ წინ

ვთვლი, რომ საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ წინ – ასე გამოეხმაურა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლისთავს. მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა, თუნდაც ავტობანზე.
„გაუმჯობესდა ხარისხიც და წარმოუდგენლად დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა თუნდაც მხოლოდ ავტობანზე. მე ვთვლი რომ საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ წინ, მაგრამ ეს ძალიან შორს არის საჭიროებიდან და ჩვენი სურვილებიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები