გიორგი მარგველაშვილი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები
მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული და რომელთაც აქვთ პოლიტიკური აწმყო. რამდენად იქნა მართლმსაჯულების პროცესში მათთან მიმართებაში გამოყენებული პოლიტიკური მოტივაცია, ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად, როგორც საზოგადოებამ უნდა ვუპასუხოთ. მე მჯერა, რომ თუ არსებობს კითხვის ნიშნები პოლიტიკური წარსულის და მომავლის მქონე ადამიანებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში, ის გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად და ყველას ექნება საშუალება გამოთქვას და დაიცვას თავისი პოზიცია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.