კახა კალაძე: პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება

საქართველომ 3 წლის წინ შეძლო, რომ წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოეშორებინა – ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლისთავს.
ვიცე -პრემიერის შეფასებით, პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ეს დღე მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღედ, როცა ქართველმა ერმა გაიმარჯვა სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა. იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ქართველი ხალხის მიმართ სჩადიოდნენ. რა მდგომარეობაშიც იყო მოსახლეობა, ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შევძელით ის, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, თუმცა, არის დაპირებები, რომელიც ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია.
„ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე აისახება. შეიძლება არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც დაპირება ჯერ არ შესრულებულა, თუმცა, მიმდინარეობის პროცესშია“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები