ლია ჯახველაძემ სამგორის რაიონში უსახელო ქუჩები დაათვალიერა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ და კომისიის სამდივნოს უფროსმა მამუკა ბალიაშვილმა სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩის და შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებზე უსახელო ქუჩები დაათვალიერეს.
ლია ჯახველაძის განცხადებით, მოქალაქეებს მრავალი წელია აწუხებთ უმისამართობის პრობლემები.
მისივე თქმით აღნიშნულ საკითხებს სახელდების კომისიის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ, რის შემდგომაც უსახელო ქუჩების სახელდება განხორციელდება.