გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს უმაღლეს კომისართან ლტოლვილთა საკითხებში (UNHCR) ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს მისი ოფისის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა UNHCR-ის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს UNHCR-ის ოფისის მიერ საქართველოში მიმდინარე ცალკეული პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები