გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს დავრჩები

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკაში აპირებს დარჩენას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ამ თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
“მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს პოლიტიკაში დავრჩები. მუდმივად საუბარია შეზღუდულ უფლებებზე, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა პარლამენტში არის ძალიან დაბალი, მაგრამ ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილს კითხვა საერთშორისო რადარებიდან საქართველოს გაქრობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსიც დაეწრნენ.
“მე დავეთანხმე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველო აქტიური რადარებიდან გაქრა, ხოლო პასუხი იმაზე რა უნდა გაკეთდეს მე მგონია ამ დარბაზის პირველ რიგებში შეგიძლიათ იხილოთ – თქვენ ხედავთ არაერთ დელეგაციას ქართველი პოლიტიკოსებისას, რომლებიც დღეს ვაშინგტონში არიან. ქართული დელეგაცია დღესაც მუშაობს ნიუ ორკში -ეს არის ის აქტიური და აგრესიული პოლიტიკა,რომელსაც ვახორციელებთ,რათა ქართული პრობლემატიკა და საკითხები მივიტანოთ შეერთებული შტატების რადარებთან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები